საპარლამენტო
არჩევნები 2016:

სადეპუტატო სავარძლების პრეტენდენტი
პარტიების
ტოპ-8

8 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლები საპარლამენტო არჩევნებზე წავლენ. სადეპუტატო სავარძლებისთვის სულ 36 პარტია იბრძვის, რომელთაგან 17 ექვს საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა. პარტიები აქტიურად ხვდებიან ამომრჩევლებს, ხოლო ქუჩები წინასაარჩევნო პლაკატებითა და ლოზუნგებითაა აჭრელებული.
საქართველოს პარლამენტში 150 სადეპუტატო ადგილია. ის ხალხი, ვინც ამ ადგილებს დაიკავებს, განსაზღვრავენ იმ ნორმებს, რომლებითაც ქვეყანამ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა იცხოვროს.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოში დღეისათვის 3 453 090 კაცს აქვს.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ამომრჩეველი მისცემს ხმას — არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.

საქართველოში მოქმედებს შერეული საარჩევნო სისტემა: მაჟორიტარული და პროპორციული. პარლამენტის 77 დეპუტატი აირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ, დანარჩენ 73 ადგილს კი ის კანდიდატები დაიკავებენ, რომლებიც ერთმანდატიან ოლქებში ხმათა ნახევარზე მეტს დააგროვებენ. ამ 73 ადგილისთვის 845 კანდიდატი იბრძვის.

მაჟორიტარ კანდიდატებს ადგილებზე წარმოადგენენ როგორც პარტიები და ბლოკები, ისე საინიციატივო ჯგუფები.

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე იმუშავებს.

არჩევნები ჩატარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გარდა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა.

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მსოფლიოს 42 ქვეყანაში შეძლებენ ხმის მიცემას.

არჩევნების ოფიციალური შედეგები, კანონმდებლობის თანახმად, უნდა დაჯამდეს არჩევნებიდან არაუგვიანეს 19 დღის შემდეგ.

არჩევნების მსვლელობასა და ხმების დათვლის პროცესს 38 საერთაშორისო და 82 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება.

არჩევნების გაშუქებას 54 უცხოური და ადგილობრივი მედიასაშუალება გეგმავს.
მიუხედავად პარტიებისა და ბლოკების სიუხვისა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებისა და ექსპერტთა მოსაზრებების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის რეალური შესაძლებლობა მხოლოდ რვა მათგანს აქვს.

ყველა პარტია აქტიურად ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას და მოსახლეობას ჰპირდება, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ცხოვრება უკეთესი გახდება.
„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო"
41
გიორგი კვირიკაშვილი:
- ჩვენ შევქმნით 200 ათას სამუშაო ადგილს;

- დავასაქმებთ პენსიონერებს;

- თითოეული შეძლებს დააგროვოს მაღალი პენსია.

UP TITLE
„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" უკვე ოთხი წელია, რაც ხელისუფლების სათავეშია. საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამაში ის დაწყებული რეფორმების გაგრძელებასა და ადამიანებისთვის ცხოვრების გაუმჯობესების პირობას დებს განათლებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით. „ოცნება" ამომრჩეველს ჰპირდება დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას – წინასაარჩევნო პროგრამის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს წარმატებით შეუძლია ლავირება რუსეთისა და დასავლეთის ინტერესებს შორის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
5
დავით ბაქრაძე:
- ჩვენ შევამცირებთ საშემოსავლო გადასახადს 10%-მდე;

- პენსია გახდება 230 ლარი;

- გავაუქმებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

UP TITLE
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" — პარტია, რომელიც ქვეყანას 2003 წლიდან 2012 წლამდე მართავდა, მოსახლეობას ჰპირდება, რომ დაუბრუნდება 2012 წლამდე მიმდინარე რეფორმებს, შეცვლის სოციალური უზრუნველყოფის სისტემას, იზრუნებს ღარიბ მოქალაქეებზე, გააუმჯობესებს განათლების დონეს და შეამცირებს გადასახადებს. პარტია თვლის, რომ საქართველომ უფრო აქტიურად უნდა განავითაროს ურთიერთობები ნატოსთან და ევროკავშირთან და მოემზადოს ამ ორგანიზაციებში შესასვლელად. ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას პრინციპული და მკაცრი პოზიცია უნდა ეჭიროს რუსეთის მიმართ.
„პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის"
1
პაატა ბურჭულაძე:
- მარიხუანა აფთიაქებში გაიყიდება;

- გაიზრდება სოციალური შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა;

- პენსია 250 ლარამდე გაიზრდება.

UP TITLE
„პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის" ყველაზე ახალგაზრდა ბლოკია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს და ერთადერთია, რომელიც საქართველოში მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზებას უჭერს მხარს. ამას გარდა, ბურჭულაძის ბლოკი მოსახლეობას ცხოვრების გაუმჯობესებასა და ყველანაირ სოციალურ სიკეთეს ჰპირდება. ბლოკს მკაფიოდ გამოკვეთილი პროდასავლური პოზიცია უჭირავს და საქართველოს მომავალს ნატოსა და ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავს.
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია"
8
ირმა ინაშვილი:
- გავაუქმებთ პასპორტებს ჩიპებით,
რადგან ეს ეშმაკეულია;

- ავკრძალავთ უცხოელებისთვის მიწების მიყიდვას;

- შევქმნით კოოპერატივებს გლეხებისთვის.

UP TITLE
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" — საარჩევნო ბლოკია, რომელიც ქართულ საზოგადოებას „ქართულ სულს" აღუთქვამს. „ალიანსის" წინასაარჩევნო პროგრამაში წერია, რომ ისინი სხვადასხვა გზით დაეხმარებიან იპოთეკარებსა და „ატსტუპნიკებს", გლეხებს, მასწავლებლებს; რომ დაიცავენ ქვეყანას „დასავლეთის
მავნე ზეგავლენისგან", ხოლო მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებენ. ბლოკში თვლიან, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოაგვაროს, ამასთან არ დაავიწყდეს საკუთარი ინტერესები.
„უსუფაშვილი — რესპუბლიკელები"
6
დავიდ უსუფაშვილი:
-შევქმნით უმუშევართა ბაზას და ყველას დავასაქმებთ;

- თითოეული რეგიონი თავად გადაწყვეტს, როგორ იცხოვროს;

- შევამცირებთ სახელმწიფო აპარატს და სამინისტროების რაოდენობა მხოლოდ
12 იქნება.

UP TITLE
„რესპუბლიკელები" ყველაზე ძველი პარტიაა საქართველოში და მისი აქტივი, ძირითადად, იურისტებისა და პოლიტოლოგებისგან შედგება. თავის წინასაარჩევნო პროგრამაში პარტია ქვეყნის მოსახლეობას ჰპირდება სახელმწიფო წყობის
შეცვლას – საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნას ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლებით, და მოქალაქეებს საუკეთესო ცხოვრების გარანტიას აძლევს,
რასაც მიაღწევს კანონების სრულყოფის გზით. რესპუბლიკელები აუცილებლად მიიჩნევენ საქართველოს უფრო აქტიურ ურთიერთობას აშშ-თან, მხარს უჭერენ ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კურსს. ისინი აგრეთვე მხარს უჭერენ ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზების განლაგებას.
„ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა"
3
ნინო ბურჯანაძე:
- სკოლამდელი განათლება იქნება სავალდებულო ყველა ბავშვისთვის;

- მინიმალური პენსია იქნება 250 ლარი;

- ბავშვის გაჩენის შემთხვევაში ქალებს პირველი სამი წლის განმავლობაში
ხელფასს გადავუხდით.

UP TITLE
„ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული საქართველო" – ეს ბლოკი „ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დააარსა, რომელიც მოგვიანებით თანამებრძოლებს დაუპირისპირდა. თავის წინასაარჩევნო პროგრამაში პარტია მოსახლეობას აღუთქვამს, რომ აამაღლებს ცხოვრების დონეს, იზრუნებს პენსიონერებსა და ღარიბებზე, გააუმჯობესებს გლეხების ცხოვრების პირობებს და გააუმჯობესებს განათლების დონეს. ბურჯანაძე ამომრჩეველს სთავაზობს, რომ საქართველომ მიიღოს უბლოკო სტატუსი და აქტიურად განავითაროს ურთიერთობები როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან.
„ირაკლი ალასანია — თავისუფალი დემოკრატები"
27
ირაკლი ალასანია:
- პენსიას მინიმუმ 250 ლარამდე გავზრდით;

- ავაშენებთ ახალ საბავშვო ბაღებსა და სკოლებს;

- გავამკაცრებთ სამშენებლო სტანდარტებს და ვიზრუნებთ ბუნებაზე.

UP TITLE
პარტია „თავისუფალი დემოკრატების" დამაარსებელია გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. თავის წინასაარჩევნო პროგრამაში პარტია მოსახლეობას განათლების სისტემაში კარდინალურ ცვლილებებს, რეგიონებზე ზრუნვასა და უფასო განათლებასა და სამედიცინო მომსახურებას ჰპირდება. ალასანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის აქტიური დამცველია.
„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"
10
შალვა ნათელაშვილი:
- ჩვენ გავაუქმებთ ონლაინ კრედიტების სისტემას;

- დავხურავთ ყველა კაზინოს;

- დავაბრუნებთ „დაკარგულ" ანაბრებს.
UP TITLE
„ლეიბორისტული პარტია" ცნობილია უჩვეულო იდეებითა და მისი ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გამორჩეული გამონათქვამებით. საკუთარ პროგრამაში ნათელაშვილი ამომრჩეველს ქვეყნის იმგვარ ცვლილებას ჰპირდება, სადაც
მთავარი იქნება ხალხი, რომელიც სახელმწიფოსგან ზრუნვას და მხარდაჭერას მიიღებს. საგარეო პოლიტიკაში ქვეყნის მთავარი ლეიბორისტი დასაშვებად მიიჩნევს ყველაფერს, რაც კი ხალხის ინტერესებში იქნება და აპირებს მეგობრობას ყველასთან – დასავლეთთანაც და რუსეთთანაც.
თბილისის მცხოვრებთა გამოკითხვა
იდეალური დეპუტატი
Sputnik-georgia.com
Made on
Tilda